თავში

რატომ არის გასაკვირი, რომ კახის გამოჯანმრთელება მინდოდეს? - ნანუკა ჟორჟოლიანი

რატომ არის გასაკვირი, რომ კახის გამოჯანმრთელება მინდოდეს? - ნანუკა ჟორჟოლიანი
რატომ არის გასაკვირი, რომ კახის გამოჯანმრთელება მინდოდეს? - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, რასაც facebook მომხმარებლებისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. 

პოსტზე, სადაც კახა კალაძე მისი დიაგნოზის შესახებ იუწყება, ჟორჟოლიანმა ასეთი კომენტარი დატოვა: "ჯანმრთელობა შენ". 

მომხმარებლების ნაწილმა კომენტარი ირონიულად მიიჩნია, ზოგმა თქვა, რომ განსხვავებულ რეაქციას არც ელოდებოდა, ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი დაწერა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი სავარაუდოდ, გულწრფელია, რადგან საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ჯანმრთელობის პრობლემები და ის ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოშიც შენიშნეს. 

აღნიშნულს კი ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა. 

"ჯერ ერთი არ ვიცი რომელ ამბავზე წერთ. მასე მე გუშინ თოდუაშიც ვიყავი, მაგრამ სულ რომ ავად არ ვყოფილიყავი. ადამიანს გამოჯანმრთელება რომ ვუსურვო, რა არის ამაში გასაკვირი. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები მიღმა ცხოვრებაა, მეგობრებო. ადამიანები ვართ, შვილები გვყავს, გვიხარია, გვწყინს. რა არის იმაში გასაკვირი, რომ კახის გამოჯანმრთელება მინდოდეს და ნებისმიერი ადამიანის, ვინც ავად არის. არის თემები, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა არ ვიცოდი. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას" - დაწერა ჟორჟოლიანმა. 

ცნობისთვის, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც ის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. კახა კალაძეს შესაბამისი კვლევები უტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system