თავში

რატომ დაიბარეს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში

რატომ დაიბარეს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში
რატომ დაიბარეს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. 

სავარაუდოდ, დაზარალებულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი, მათი ადვოკატის თანდასწრებით გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზას ითხოვს.

როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, მას დაუკავშირდა გამომძიებელი და უთხრა, რომ ლეპტოპიდან გარკვეულ ინფორმაციას უნდა გაეცნონ.

"კონკრეტულად რას ეხება, ამას ვნახავ. ლეპტოპი ხომ გახსნილი იყო, კლონირება გაკეთდა, დეშიფრაცია გაკეთდა და ვნახოთ ახლა რა კოდებია, რა ინფორმაციაა, რა გაიხსნება, რა სოციალურ ქსელში შევალთ, ყველაფერს ამას ვნახავთ," - აცხადებს რამიშვილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system