თავში

"რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება?" - სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

"რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება?" - სტურუა მოსკოვში გაემგზავრა
რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? - სტურუა მოსკოვში გაემგზავრა

რეჟისორი რობერტ სტურუა რუსეთში გაემგზავრა. მას რამდენიმე დღეში რუსთაველის თეატრის დასი შეუერთდება. 

რობერტ სტურუა ემიჯნება საზოგადოების კრიტიკას და ამბობს, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.

"წინასწარ მივდივარ სცენა რომ ვნახო როგორ მდგომარეობაშია, სადაც მსახიობები ჩამოვლენ 27-ში და უნდა ითამაშონ. მე იცი რა მაკვირვებს, ჩვენზე რატომ გაქვთ ასეთი აღგზნება? როცა ჩამოდიან რუსული თეატრები, მაშინ რაღაც ძალიან ტაშით ხვდებით.

ხელოვნებას არა აქვს საზღვარი. მივდივარ ხელოვნების საჩვენებლად, თუ რას აკეთებს საქართველო მაშინაც კი, როცა ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააყენა რუსეთმა," - განაცხადა რობერტ სტურუამ მოსკოვში გამგზავრების წინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system