თავში

რატომ გამოცხადდა ევაკუაცია "გალერია თბილისში"

რატომ გამოცხადდა ევაკუაცია "გალერია თბილისში"
რატომ გამოცხადდა ევაკუაცია გალერია თბილისში

სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" ევაკუაციის მიზეზი ცენტრის შენობაში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის გამწოვი სისტემის დაზიანება იყო. 

როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რესტორნის პიცის საცხობი ბუხრიდან ნაკვერჩხალი მოხვდა სავაჭრო ცენტრის ჰაერსატარში, რამაც გამოიწვია მცირედი აალება. 

"ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩააქრო ალი. სანამ დაზუსტდებოდა დეტალები სწრაფ რეჟიმში განხორციელდა სავაჭრო ცენტრში მყოფი მომხმარებლების ევაკუაცია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი საფრთხე შენობაში არ არის, ისინი 10 წუთში კვლავ დაბრუნდნენ შენობაში" - განაცხადეს "გალერია თბილისში". 

შეგახსენებთ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, "გალერია თბილისში" ცოტა ხნის წინ ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომხმარებლევმა გაავრცელეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system