თავში

რატომ იდგმება კარვები რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში - თამარ გაბუნიას განმარტება

რატომ იდგმება კარვები რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებ
რატომ იდგმება კარვები რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში - თამარ გაბუნიას განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, კარვებს რესპუბლიკური და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში ვაქცინაციის შეუფერხებელი ჩატარებისთვის შლიან.

მისი თქმით, კლინიკაში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს.

"მივიღეთ შეკითხვები, თუ რა კარავი გაჩნდა რესპუბლიკურის ეზოში. ასევე ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. ამისი მიზანია ერთადერთი, თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქეს, რომელიც რეგისტრაციის გარეშე მოვა, შესაძლოა, დიდი რიგი დახვდეს, დაყოვნების საშუალება ექნებათ კარვებში, რომლებიც მოეწყობა იმგვარად, რომ კომფორტული იყოს იქ გაჩერება. ეს არის გადაწყვეტა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით.

იმუნიზაციის საბჭოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რომ უმოკლეს ვადაში ყველა ამცრელ კლინიკას ვირტუალური კაბინეტი გაუაქტიურდება. ანუ რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ და აიცრან უკვე ნებისმიერი ვაქცინით. არა მხოლოდ „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, არამედ „ფაიზერითაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system