თავში

რატომ მოხსნეს აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებიდან

რატომ მოხსნეს აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებიდან
რატომ მოხსნეს აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებიდან

ერთიანი ეროვნული გამოცდიდან დღეს 5 აბიტურიენტი მოიხსნა. ორის შემთხვევაში მიზეზი დაგვიანება, ორის კი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურა გახდა.

კიდევ ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე დასწრების უფლება მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემდეგ აღარ მისცეს.

"ექიმის რეკომენდაციით გამოცდაზე არ დაიშვა ორი აბიტურიენტი, და მიეცათ რეკომენდაცია გაიკეთონ პისიარ ტესტი იყო დაგვიანების შემთხვევაც რის გამოც აბიტურიენტები გამოეთიშნენ საგამოცდო პროცესს. გამოცდის ბოლოს ტელეფონის დაფიქსირების გამო ერთი აბიტურიენტი მოიხსნა საგამოცდო პროცესიდან. მიუხედავად მოთხოვნისა და თხოვნისა საგამოცდო საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრების შეკრება მაინც შეინიშნებოდა . ნაშრომების გასწორება დაიწყება როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმე დღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი დამთავრებიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ".-  განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. 

დღეს გამოცდა ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო პროცესი კი 25 ივლისს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system