თავში

რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია - მინისტრის განმარტება

რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია - მინისტრის განმარტება
რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია - მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ შეფერხდა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციისა და ჯავშნის პროცესი.

მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც მომდევნო დღეებში სარეგისტრაციო საიტები დაემატება. 

„გასული დღეების განმავლობაში, გვესმოდა ბევრი საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, ვაქცინაციისთვის, რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. ეს გამოწვეული იყო ერთადერთი მიზეზით - ვაქცინაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც, საბჭოსთან შეთანხმებულია და ჩვენი გეგმით, ვხსნით ყოველ შემდგომ, ორკვირიან მოდულს რიგის მართვისთვის. გადავწყვიტეთ, რეგისტრაციისთვის დაემატოს საიტები და შემდეგი დღეების განმავლობაში, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ ისევ 14 აპრილის ფარგლებში. დღეს დარეგისტრირებულია 14 097 ადამიანი. აქედან, 10 ათასზე მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ამცრელ დაწესებულებებში დაემატება ამცრელთა ჯგუფები და მათი სამუშაო საათები გაიზრდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system