თავში

რატომ შეხვდა ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქს

რატომ შეხვდა ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქს
რატომ შეხვდა ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად გადაიდგმება, თუმცა მისივე თქმით,  საპატრიარქომ დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკლესია არ ჩაერთვება ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში.

"შეხვედრის მიზანი იყო მისი [პატრიარქის] ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი. მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია სამყაროს კოვიდ პანდემიასთან მიმართებაში და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად. 

პატრიარქის განწყობა არის ცალსახად ის, რომ ის, როგორც ჩვენ, ვართ მომხრე, რომ ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია. არ იქნება არანაირი დაძალება და იძულება ჩვენი მოქალაქეების. მნიშვნელოვანია მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სარგებელთან დაკავშირებით და ჩვენ გავიარეთ ეს მიმდინარე მოვლენები", - თქვა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ შეხვედრის ინიციატივა ორმხრივი იყო, თუმცა თავს ვალდებულად თვლის, საპატრიარქოს მიმდინარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

"შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება, საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაშია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system