თავში

რატომ ვერ იღებენ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკები სახელმწიფო ანაზღაურებას?

რატომ ვერ იღებენ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკები სახელმწიფო ანაზღაურებას?
რატომ ვერ იღებენ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკები სახელმწიფო ანაზღაურებას?

რამდენიმე საათია მთავრობის მეთაური სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, საუბარ ეხება როგორც ფასების დადგენისა და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსების მიმართულებით სისტემის საჭიროების შესწავლას და სამედიცინო მომსახურების მოდელის დასავლურ მოდელთან მიახლოებას.

„მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია. ამჟამად, ჩვენ თემატურ ჯგუფებთან ერთად ვმუშაობთ დამატებითი ხელოვნური კოდის შექმნაზე კრიტიკული მდგომარეობების იმ ძვირადღირებული ნოზოლოგიებისთვის, რომელიც სტანდარტული მეთოდოლოგიით მოცული არ ყოფილა. ეს დასრულდება მომავალი კვირის ბოლომდე. ასევე უკვე განსაზღვრულია ახალი ჯგუფი ნოზოლოგიების, ეს არის, რაზეც მოდის ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯის თითქმის 80 პროცენტი, მაგრამ ნოზოლოგიები ბევრი არ არის 20-30-ია, რომელზედაც განფასების პროცესი პირველი იანვრიდან დაიწყება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილემ განმარტებები გააკეთა  სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის თანხის ანაზღაურების შეფერხებასთან დაკავშირებითაც.

„იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, კლინიკებს დასაზუსტებლად დაუბრუნდათ გარკვეული თანხები და ამის გამო გადავადდა ანაზღაურება. ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემაც. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ საკითხი გადაიჭრას უმოკლეს ვადაში. მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიწიოს დავალიანების თემაზე საუბარი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system