თავში

რატომ ვერ შემოვიდა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში - თამარ გაბუნიას განცხადება

რატომ ვერ შემოვიდა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში - თამარ გაბუნიას განცხადება
რატომ ვერ შემოვიდა ფაიზერის ვაქცინა საქართველოში - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ქვეყნის მზაობის არარსებობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

გაბუნიას განმარტებით, ქართული მხარის მხრიდან "ფაიზერთან" მიმართებით შეფერხება არცერთი წუთით არ ყოფილა. მისი თქმით, ვაქცინა ვერ შემოვიდა ქვეყანაში, რადგან შუალედური კომუნიკაციის დროს, ფაიზერის მხრიდან დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა პასუსისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით.

"ასტრაზენეკას შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი, ეს არის ერთი ეტაპი, რომელზეც ხელი მოეწერა და ამით ერთი ეტაპი შეთანხმებების დასრულდა. ასევე, გამოხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ ქვეყანაში შემსული "ასტრაზენეკა" იქნება რეგისტრირებული. ზუსტად იგივე ეტაპებია გასავლელი "ფაიზერთან" მიმართებით. როდესაც ჩვენ ველოდით, "ფაიზერის" ვაქცინის ქვეყანაში შემოსვალს თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ "კოვაქსმა" გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები "ფაიზერის" მიერ, რომელიც არანაირად არ უკავშირდება, ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებსაც კოვაქსი 23 თებერვლის წერილში ვერ გვატყობინებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი განცხადებით, პირობები მომდევნო კვირის განმავლობაში სატელეფონო კონსულტაციით უნდა დაზუსტდეს. გაბუნიას განცხადებით, სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს "ფაიზერისგან" და
"კოვაქსისგან" დღემდე ელოდებიან.

„დღეს, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები ვაქცინის მისაღებად. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ „კოვაქსს“ და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებისთვის, რომელიც გაჟღერდა „ინტერპრესნიუსის“ მიერ. იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული „კოვაქსისგან“ და ესაა 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი ცალსახადაა მითითებული. ესაა "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას“ - აგანაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system