თავში

"გახარია კოვიდსიტუაციას მართავდა ძალიან კარგად" - ცერცვაძე

"გახარია კოვიდსიტუაციას მართავდა ძალიან კარგად" - ცერცვაძე
გახარია კოვიდსიტუაციას მართავდა ძალიან კარგად - ცერცვაძე

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ პროცესებს ძალიან კარგად მართავდა.

ცერცვაძის თქმით, ადრე ასე ფიქრობდა და აზრი არ შეუცვლია.

"რაც შეეხება "დარტანიანს", მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდს მართავდა ძალიან კარგად და ეს არა რის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს არის მთელი მსოფლიოს აზრი, მათ შორის ბატონი ჰანს კლიუგეს აზრი, რომელიც ყველაზე დეტალურად ჩაწვდა ყველაფერს. პირველი კაცი ევროპაში ჯანდაცვის საკითხებში, თან ინფექციონისტი. მან თქვა "მართლაც რომ ბრავო, კარგად მუშაობთ და ასე უნდა გააგრძელოთ". პირველი პირი, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მუშაობას სიტყვა ბრავოთი შეაფასებს, მე ასეთი სხვა შემთხვევა არ მახსენდება" - ამბობს ცერცვაძე. 

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ თენგიზ ცერცვაძეს დებატის დროს გიორგი გახარიას შესახებ წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system