თავში

რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს საქართველოში - გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს საქართველოში - გიორგი ფხაკაძის ინიციატივა
რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს საქართველოში - გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

უკრაინაში 210,000 ყალბი კოვიდ ვაქცინაციის საბუთის საქმე გასაჯაროვდა. რუსეთში არა ნაკლები პრობლემაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.

მისი თქმით, მთავარი არა საბუთი, არამედ ვაქცინაციისგან დაცვაა. ამასთან, ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაინერგოს ელექტრონული კოვიდ სტატუსი. 

"ის რომ ვაქცინა პირველ რიგში შენ გიცავს ვირუსისგან ეს არის მთავარი, საბუთი მეორეხარისხოვანია. ამ ხალხის ტვინში ჩამახედა (ტვინი აშკარად არ აქვთ) თუ რას ფიქრობდნენ როცა ყიდულობდენ ამ საბუთებს? და ვინც ეს საბუთები გაყიდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

ელექტრონული ჯანდაცვის ალტერნატივა არ არსებობს!

ელექტრონული კოვიდ სტატუსი უნდა იყოს დანერგილი საქართველოში რაც შეიძლება მალე …. თუ სახელმწიფო ამას ვერ იზამს მაშინ ალტერნატიული გზა უნდა მოვძებნოთ" - წერს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system