თავში

,,ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო" - პატარა ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს

,,ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო" - პატარა ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს
,,ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო - პატარა ისევ საოპერაციოდ შეიყვანეს

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ოჯახის ახლობელი წერს, პატარა ანიტას ორგანიზმმა, აპარატი, რომელიც გუშინ ჩაუდგეს, ვერ მიიღო, რისთვისაც ხელახალი ოპერაცია გახდა საჭირო. 

ანიტას ინდოელი ექიმები ოპერაციას ამ წუთებში უკეთებენ. 

,,ანიტას ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა. შეიყვანეს საოპერაციოში, ამბობენ, რომ 4-6 საათი გაგრძელდება ოპერაცია, ამჯერად შიგნიდან უნდა ჩადგეს აპარატი", - წერს ანიტას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში. 

2 წლის ანიტას ფაცაციას ეკმოს აპარატი გუშინ ჩაუდგეს.

ანიტას მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. მას პნევმონია განუვითარდა. პაციენტი რენიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა სამკურნალოდ ავსტრიიდან ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ქვეყანაში სპეციალური რეანო-თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანიტა ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს.

ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

2 წლის ანიტა ფაცაცია, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგივს ოპერაცია ადგილზე ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ინდოეთმა განაცხადა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.

პროცესში ჩართულია საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი. 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთში მდებარე კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო აღნიშნულ კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.

ანიტას მკურნალობას ინდოელი ბიზნესმენი აფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system