თავში

"რაზე შეწუხდა ბატონი შალვა, ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?!" - ფხაკაძე ნათელაშვილს პასუხობს

"რაზე შეწუხდა ბატონი შალვა, ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?!" - ფხაკაძე ნათელაშვილს პასუხობს
რაზე შეწუხდა ბატონი შალვა, ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?! - ფხაკაძე ნათელაშვილს პასუხობს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვანათელაშვილის კრიტიკას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“პოლიტიკოსები რომ მახსენებენ…
გადავხედე რაზე შეწუხდა ბატონი შალვა… პოსტკოვიდური სიმპტომების და გრძელი კოვიდის გართულებების შესახებ ბოლო კვლევების შედეგები არ მოეწონა…

ექიმმა აბა რაზე უნდა ისაუბროს?!

გიზიარებთ ბოლო სამედიცინო ინფორმაციას გასაგებ და მარტივ ენაზე რომ იყოთ “ინფორმაციულად” შეიარაღებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

”შელამაზებული” და “ტკბილი ტყუილი” არ არის გამოსავალი ამ პანდემიის დროს.

თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია.

ჯანმრთელობას გისურვებთ…

პ.ს. თუ რამე არ მოგწონთ, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს. უკეთესია საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი”, – წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებული განცხადება გააზიარა, სადაც ფხაკაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ადამიანის თავის ტვინს აზიანებს.

"ვფიქრობ კოვიდზე მეტად ამ კაცმა შეგვაწუხა"დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system