თავში

რჩება ფიბროზული ზონები - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმზე

რჩება ფიბროზული ზონები - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმზე
რჩება ფიბროზული ზონები - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში კორონავირუსი გავლენას სასუნთქ სისტემაზე ახდენს. 

ისივე თქმით, კოვიდინფექცია, ასევე შესაძლოა, კვალს ტოვებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც.

რა კვალს ტოვებს COVID-19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის.

ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში. კერძოდ ფილტვის აქტიური ქსოვილის ნაცვლად, მისი ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც პასიურია და არ სუნთქავს, რაც ყველაზე უფრო მიახლოებულია ნაწიბურთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება იგეგემება საქართველოშიც. 

“შესაძლებელია, თრომბოემბოლიური გართულებები იყოს. ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია. ჩვენც ვგეგმავთ ამ კვლევების ჩატარებას საქართველოში. მაგრამ რამდენადაც პანდემია თვითონ ახალია, სულ 8 თვეა გასული, ამიტომ ეს შორეული შედეგები ჯერ არავინ იცის. 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება ამაზე ზუსტად გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system