თავში

რჩება თუ არა "პლაქვენილით" მკურნალობა პროტოკოლში

რჩება თუ არა "პლაქვენილით" მკურნალობა პროტოკოლში
რჩება თუ არა პლაქვენილით მკურნალობა პროტოკოლში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მედიკამენტი „პლაქვენილი“ კორონავირუსის სამკურნალოდ კვლავ მთავარ მედიკამენტად რჩება და ამ მიმართულებით პროტოკოლში ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.

„რაც შეხება გაიდლაინში ცვლილებას, „პლანქვენილის“ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ ეს პრეპარატი შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ეს თავიდან ეგონათ, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მსოფლიოში მთავარი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყო გამოყენებული, რომელი დაავადების დროს, არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლაქვენილს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედავას ამ შეხედულებას, იმ შემთხვევეში, თუ მიიღო სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა რომელიმე მედიკამენტი უკეთესია, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება "პალქვენილი“ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system