თავში

მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის - ექიმების კამპანია

მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის - ექიმების კამპანია
მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის - ექიმების კამპანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთმა მთავარმა რეკომენდაციამ  - "დარჩი სახლში", რომელიც პირველად პაატა იმნაძემ გააჟღერა, კამპანიის სახე მიიღო. 

აღნიშნული მოწოდებით დღეს, სოციალურ ქსელებში, ე.წ ფრეიმი შეიქმნა, რომელსაც მომხმარებლები პროფილის ფოტოზე იყენებენ.

ამავე მოწოდებით დაიწყო დღეს საგანგებო ბრიფინგი დედაქალაქის მერმა: 

"დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის" - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცოტა ხნის წინ კი, სოციალურ ქსელში სამედიცინო პერსონალის ფოტოები გამოჩნდა, რომელბიც მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ: 

"ჩვენ ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - აღნიშნულია მედპერსონალის მოწოდებაში. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ზამთრის კურორტები, გახანგრძლივდა არდადეგები. შეიზღუდა კაფე-ბარების მუშაობა, დაიხურა სხვადასხვა ტიპის მომსახურების ცენტრები. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. 

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისგან. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system