თავში

რეალურად, მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო - გამყრელიძე

რეალურად, მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო - გამყრელიძე
რეალურად, მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეპიდსიტუაცია მსოფლიოში, ევროპაში, ჩვენთან თანდათან რთულდება. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია. რეალურად, ჩვენთანაც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 288 755 შემთხვევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system