თავში

"რეანომობილი უკვე ადგილზეა" - როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკაში

"რეანომობილი უკვე ადგილზეა" - როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკაში
რეანომობილი უკვე ადგილზეა - როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკაში

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ჰოსპიტალში, შესაძლოა, ხვალ გადაიყვანონ.

ექიმის ინფორმაციით, სპეციალური რეანომობილი უკვე ადგილზეა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს პირველად დახმარებას ადგილზე გაუწევს.

"ჰოსპიტალიაზაციაზე არის თანახმა, მაგრამ პრობლემაა სად. ალბათ უკვე ხვალ შეიძლება ვიფიქროთ ჰოსპიტალიზაციაზე, მაგრამ სად, ეს უკვე კითხვაა...

აქ არის მთელი რიგი პრობლემები გლდანში გადაყვანაზე, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ძალიან უსაფრთხო გარემო არ იქნება.

ციხის ადმინისტრაციამ მოიყვანა სპეციალური რეანომობილი, რომელიც აქ დგას უკვე, ადგილზე საჭიროების შემთხვევაში. თუ რაღაცა მოხდა, მზად არიან გაუწიონ პირველადი დახმარება. შიმშილობა გრძელდება, ეს უპირობოა. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორც წინა დღეს", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 22-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system