თავში

პატრიარქი: სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლის შემდეგაც

პატრიარქი: სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლის შემდეგაც
პატრიარქი: სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლის შემდეგაც

ნინოობასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის. არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მოვინახულე მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი. სასწაული მოხდა და ეს იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც. ამიტომ მე მინდა, რომ ჩვენ ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლთან ერთად საგალობელი შეასრულა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system