თავში

,,რედისონ ბათუმის" ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,რედისონ ბათუმის" ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა
,,რედისონ ბათუმის ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსი ,,რედისონ ბათუმის" ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სასტუმროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

,,ერთ -ერთ სტუმარს, რომელიც სასტუმროში იმყოფებოდა, COVID-19 ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა ლუგარის ლაბორატორიაში. სტუმარს, სიმპტომები არ აქვს. პირველი PCR ტესტი, რომელიც გაუკეთდა სტუმარს საქართველოს საზღვარზე, უარყოფითი იყო. პროტოკოლი მოითხოვს ყველა სტუმრის განმეორებით ტესტირებას 72 საათში ერთხელ. სწორედ ამ დროს დაუდასტურდა მას კორონავირუსი. გამოიკვლიეს მისი კონტაქტები და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებენ სასტუმროში.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ყაზახეთიდან ჩამოსულ სტუმარს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system