თავში

რეესტრში გაატარე კაცი რომელიც ქალი გახდა- სხალთის მთავარეპისკოპოსი სახალხო დამცველს

რეესტრში გაატარე კაცი რომელიც ქალი გახდა- სხალთის მთა
რეესტრში გაატარე კაცი რომელიც ქალი გახდა- სხალთის მთავარეპისკოპოსი სახალხო დამცველს

სხალთის მთავარეპისკოპოსი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უპირისპირდება.

ეპისკოპოსი  სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევს ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას გაეცნოს და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეამოწმოს.

"ვინ უნდა შეამოწმოს ეკლესია? შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, ერთ სიბრტყეზე აყენებენ ჰომოსექსუალისტებს, კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, ქალი გახდა და ჩაუწერე ქალი შიგნით და შენ ითხოვ უნდა შეგამოწმოო?" - განაცხადა მეუფემ ქადაგებაზე.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლისა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 2015, 2018 წლებში სახალხო დამცველის ანგარიშში ბავშვთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმები აისახა, საქართველოს მთავრობამ მათი შესვლა ბავშვთა დაწესებულებაში არ უზრუნველყო. 2020 წლის 20 ივნისიდან კი, პანსიონატში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი შესულა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქოს სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ ბავშვთა უფლებების დარღვევა და მონიტორინგის საჭიროება ვერ დაინახა. შესაბამისად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ორგანიზაციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის,ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი სხალთის ეპარქიის დაქვემდებარებაში შედის. სხალთის ეპარქიის UNICEF-ი გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system