თავში

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე აქტიურად ვრცელდება

რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე აქტიურად ვრცელდება
რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე აქტიურად ვრცელდება

"კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა, 66% აჭარას უკავშირდება და 15% თბილისს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსს შემთხვევების წყაროები ცნობილია. საქართველო კი ვირუსით ინფიცირების თვალსაზრისით ჯერ „მწვანე ზონაშია“.

„განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო - სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში - 2, მცხეთა მთიანეთში -1. თბილისში 15%-ია მხოლოდ. ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ ვართ. ვფიქრობ, რომ არ იქნება მატება. დღევანდელი დღე გარკვეულწილად საიმედოა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა არ არის მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობამ მოიმატა, ამდენად ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და პროცესი შეჩერდება. ინფიცირების წყაროები ცნობილია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system