თავში

რეგიონებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია იწყება

რეგიონებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია იწყება
რეგიონებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია იწყება

დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება. ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან. ამ მიზნით ტურისტული კომპანიების, განთავსების, კვებისა და გასართობი ობიექტების წარმომადგენლებმა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

ბოლო მონაცემებით ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

ადმინისტრაციის განმარტებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system