თავში

რეგიონული თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტია - დავით ზალკალიანი

რეგიონული თანამშრომლობის განვითარება საქართველოს
რეგიონული თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტია - დავით ზალკალიანი

"რეგიონული თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთვის პრიორიტეტია. მჯერა, რომ ანალოგიურად ფიქრობენ ჩვენი მეზობლებიც რეგიონში",-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ანატოლიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

მან მონაწილეობა მიიღო ფორუმში "სამხრეთ კავკასია, ახალი შესაძლებლობები რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის".

ზალკალიანის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ისევე როგორც თურქეთი. ხოლო სომხეთთან ახლო ისტორიული ურთიერთობა აკავშირებს.

"არსებობს რეგიონული განვითარების დიდი შესაძლებლობები. გვაქვს ასევე პრაქტიკული მაგალითებიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში, ასევე ბაქო-თბილისი-ერზრუმისა და ბაქო-თბილისი-ყარსის, სამხრეთის გაზის კორიდორსა და სხვა პროექტებში. ეს პროექტები პრაქტიკული მაგალითია ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენ ამ მესიჯს რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ვუგზავნით, ასევე ამერიკელ კოლეგებს. მზად ვართ განვიხილოთ აზერბაიჯანთან და სომხეთთან სამმხრივ ფორმატში კონკრეტული პროექტები და იდეები ეკონომიკური გაძლიერებისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system