თავში

რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა გახანგრძლივდა

რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა გახანგრძლივდა
რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა გახანგრძლივდა

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1-ელ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი უკვე გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ოქტომბრის ჩათვლით. 

თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი - თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან.

“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)”, - აღნიშნულია განახლებულ NOTAM-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system