თავში

რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ამოწმებს

რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ამოწმებს
რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა. სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სააღმზრდელო პროგრამა, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი, და ა.შ.

კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას არასდროს ჰქონია შეჩერებული/შეწყვეტილი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებებს ამოწმებს საქართველოს მთავრობის N 66 დადგენილების, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონით.

სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

დაწესებულების მიერ 2017-2018 წლებში არ მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017 ისე 2018 წლებში განახორციელა ადგილზე ვიზიტი, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით.

შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სერვისის მიმწოდებლების შერჩევითი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებთან დაკავშირებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატი შემოიფარგლება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ბავშვთა 24 საათიან დაწესებულებებში, მათ შორის ნინოწმინდის დაწესებულებაში, აღსაზრდელების კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system