თავში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს მარიამობას ულოცავს

​რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს მარიამობას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს მარიამობას ულოცავს

კათოლიკური სამყარო დღეს მარიამობას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქართველი კათოლიკეები ხვალ თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღესასწაულს იზეიმებენ.

„დღეს კათოლიკური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია. ქრისტიანული რწმენით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

ხვალ ქართველი კათოლიკეები თბილისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძრის დღეასწაულს იზეიმებენ“,- აღნშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system