თავში

რელიგიური გრძნობების მიუხედავად, შეკრებებს უნდა მოვერიდოთ - კულუმბეგოვი

რელიგიური გრძნობების მიუხედავად, შეკრებებს უნდა
რელიგიური გრძნობების მიუხედავად, შეკრებებს უნდა მოვერიდოთ - კულუმბეგოვი

რაც არ უნდა რელიგიურ გრძნობებთან იყოს ეს დაკავშირებული, არასაჭირო შეკრებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, ინფიცირების მესამე ტალღის მსუბუქად ჩავლისათვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ჯერჯერობით გეომეტრიული პროგრესიით არ იზრდება და მე იმედს ვიტოვებ, რომ ზაფხულის პერიოდის დროს ბუნებრივი ვენტილაცია იზრდება და თუ დღის განმავლობაში ერთი ფანჯარა მაინც გვექნება ღია და დავიცავთ კოვიდრეგულაციებს, ყველაფერი კარგად იქნება. თავი უნდა შევიკავოთ არასაჭირო თავშეყრისგან რაც არ უნდა რელიგიურ გრძნობებთან იყოს ეს დაკავშირებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურად გავატაროთ აღდგომის დღესასწაულები, რათა საზოგადოებას რისკი არ შევუქმნათ. მესმის რომ პირბადე სიცხეში ძალიან რთული სატარებელია, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გარეშე პანდემიის მართვა უბრალოდ ვერ მოხდება. თუ გვინდა, რომ მესამე ტალღამ ნორმალურად ჩაიაროს, ყველას ვთხოვთ გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები", -განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system