თავში

რელიგიურმა ლიდერებმა ილია მეორეს თანადგომა და პატივისცემა გამოუცხადეს

​რელიგიურმა ლიდერებმა ილია მეორეს თანადგომა და პატივისცემა გამოუცხადეს
რელიგიურმა ლიდერებმა ილია მეორეს თანადგომა და პატივისცემა გამოუცხადეს

საქართველოს საპატრიარქოში ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის ლიდერების მიღება გაიმართა. კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელებს უმასპინძლა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის. 

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ. მათ მადლობა გადაუხადეს ილია II-ს ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განმტკიცებისათვის. 

,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას.“- განაცხადეს მათ.

კათალიკოს-პატრიარქმა რელიგიურ ლიდერებს მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო მოღვაწეობა უსურვა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ინიციატივით 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system