თავში

report.ge-ის "ახალგაზრდა ადვოკატების" ჯილდო გადაეცა

report.ge-ის "ახალგაზრდა ადვოკატების" ჯილდო გადაეცა
report.ge-ის  ახალგაზრდა ადვოკატების ჯილდო გადაეცა

report.ge-ს სარედაქციო გუნდი "ახალგაზრდა ადვოკატების" შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა. საინფორმაციო სააგენტოს ჯილდო ნომინაციაში -"ღია საზოგადოების მხარდამჭერი" გადაეცა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში მედიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს.

"ყოველი წლის ბოლოს, ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანია, იმ ორგანიზაციების და პირების დაჯილდოება, რომლებმაც მიმდინარე წელს, კეთილსინდისიერად შეასრულეს თავიანთი მოვალეობები და საზოგადოების განვითარებაში ამით დიდი წვლილი შეიტანეს. report.ge-ს რედაქციის გუნდი ჯილდოვდება ნომინაციით - ღია საზოგადოების მხარდამჭერი",- აღნიშნა ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.

report.ge-ის გუნდისთვის "ღია საზოგადოების მხარდამჭერის" ჯილდოს მნიშვნელობაზე ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს მთავარმა რედაქტორმა ნინო ხიდაშელმა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ნომინაციაში ჩვენი რედაქციის დასახელება. report.ge-ს გუნდი ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას," - განაცხადა ნინო ხიდაშელმა.

"ახალგაზრდა ადვოკატები", ყოველი წლის ბოლოს საკუთარ საქმიანობას აჯამებს და საზეიმო ღონისძიებაზე იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო ორგანიზაციებსა და პირებს აჯილდოებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system