თავში

report.ge-ს ჟურნალისტი მინისტრმა დააჯილდოვა

report.ge-ს ჟურნალისტი მინისტრმა დააჯილდოვა
report.ge-ს ჟურნალისტი მინისტრმა დააჯილდოვა

მეტყევის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და ტყის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის report.ge-ის ჟურნალისტი, ლევან ფანცხავა დაჯილდოვდა. 

სიმბოლური პრიზი ჟურნალისტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირადად გადასცა. ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. 

დამსახურებულ მეტყევეებთან ერთად, მუდმივი პარტნიორობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სატყეო სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მინისტრმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია - 2019“ -ის მფლობელი სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გახდა.  

მეტყევეს დღე საქართველოში 1999 წელიდან აღინიშნება. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system