თავში

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განცხადებას ავრცელებს

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განცხადებას ავრცელებს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე განცხადებას ავრცელებს

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ასობით ჟურნალისტი შეიკრიბა დღეს "ტვ პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას პატივის მისაგებად, რომელიც ექვს დღეში გარდაიცვალა ულტრა-მემარჯვენე თავდამსხმელების მიერ ცემის შემდეგ. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system