თავში

ცაგერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მდინარეში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ

ცაგერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მდინარეში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ
ცაგერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - მდინარეში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ

ცაგერში, მდინარე ცხენისწყალში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორ მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მდინარეში გადავარდნილი მანქანის მგზავრების ძებნას დილიდან მყვინთავები და სპეცტექნიკა აგრძელებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მანქანა მდინარე ცხენისწყლის არხში გუშინ გადავარდა. მანქანაში მყოფი სამი მამაკაცი წყლის დინებამ წაიღო. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system