თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 6 პირის განმეორებით პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან. 

გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ამ ეტაპზე 66 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, კოვიდინფიცირებული არის 44 პაციენტი. 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, დღეს დატოვებს კლინიკას. ველოდებით ასევე 6 პაციენტის რეტესტირების პასუხს უკვე საღამოს და ამის მიხედვით გადაწყდება ეს პაციენტებიც დატოვებენ თუ არა კლინიკას ხვალ ან ზეგ. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ დაგვმატებია. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, ორის მდგომარეობა არის საყურადღებო, მძიმე“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მისივე თქმით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, თუმცა არც ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system