თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. 

თეა თავართქილაძის თქმით, ორ პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია აღენიშნება, თუმცა არც ერთი მათგანი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 16 პირს ჩაუტარდება. შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

"მ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტი წევს, აქედან 6 პაციენტი არის რეანიმაციულ ბლოკში. ერთი არის დადასტურებული შემთხვევა. დაახლოებით 16 პაციენტი გაიტესტება. 4 პაციენტი კარანტინის ზონაში გადადის და ხუთი - ბინაზე ეწერება. სტაციონარში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტის მდგომარეობაც დადებითია და საყურადღებო. 6 პაციენტიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ორ პაციენტთან არის სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის COVID 19-ზე დადებითი", - აცხადებს თავართქილაძე.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია 50 წლამდე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საყურადღებოა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 36 გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა ორი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 5 067 პირი იმყოფება. ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 330.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system