თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა კოვიდინფიცირებულს პნევმონია აქვს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა კოვიდინფიცირებულს პნევმონია აქვს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა კოვიდინფიცირებულს პნევმონია აქვს

ამ დროისთვის საავადმყოფოში 61 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან კორონავირუსი 3 პაციენტს აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ განაცხადა.

თავართქილაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. 

დღეს საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 19 ტესტის პასუხს ელოდებიან .

"ამ ეტაპზე ახალი კოვიდ დადებითი პაციენტი არ შემოსულა ჩვენთან. სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობა, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სტაბილური და საყურადღებო. სამივესთან არის პნევმონია.

გვყავს 61 პაციენტი, მათგან 15 დღეს დატოვებს კლინიკას. ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა საკარანტინო ზონებში და რამდენიმე მათგანი გაეწერება ბინაზე. დღეს საღამოს ველოდებით 19 ტესტის პასუხს", - აღნიშნა თავართქილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system