თავში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემდეგ, აუდიტის სამსახური რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც შევიდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ადასტურებს, რომ აუდიტის სამსახური მოკვლევას ატარებს.

"შემოვიდა აუდიტი, დათვალეს, საკმაოდ წარმატებით გაართვა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავი თვლის პროცესს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მცირე რაოდენობა ვაქცინის 0,1% არ იქნა გამოყენებული. 

რაღაც მითი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ათასობით ვაქცინა დაიკარგა, არ შეესაბამება სიმართლეს. სამწუხაროდ, შეფერხება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი გაჩერდება", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აუდიტის წინასწარი დასკვნა დღეს საღამოს გახდება ცნობილი და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ გამოიკვეთება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system