თავში

რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკაში დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ ცხრა თანამშრომელია ინფიცირებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"თითქმის დავამთავრეთ სტაფის გატესტვა, მთელი ჩვენი გუნდის, მედპერსონალისაც, ადმინისტრაციული ნაწილის და, საბედნიეროდ, გუშინ თითქმის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ მედპერსონალის და იქიდან მხოლოდ სამი დადასტურდა, დანარჩენი ყველა უარყოფითია“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ექიმი ამბობს რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხს იკვლევს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system