თავში

რესპუბლიკური საავადმყოფოს ორ მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ორ მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ორ მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა

ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, საავადმყოფოს დირექტორმა დაუდასტურა.

ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში ამჟამად 26 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

"გუშინდელი ანალიზების მიხედვით, 5 პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდან და 2 მედდაა. განსაკუთრებით მძიმე 1 პაციენტი გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში.

რაც შეეხება მედპერსონალს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, რაიმე მძიმე გამოვლინება ამ დაავადების არც ერთს არ აქვს, მაგრამ ჩვენთან არიან და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 11 მედპერსონალია ჯამში ჩვენი დაინფიცირებული, ასევე 11 მედპერსონალია კარანტინში, გარდა ამისა, კონტაქტების მოძიება პარალელურად მიმდინარეობს. დანარჩენი ახალი 3 ინფიცირებული პაციენტების კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. მე როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ეს გუშინ საღამოს დადასტურდა და ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტით გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ორის წყარო უცნობია.

ამ დროისთვის, ქვეყანაში 879 კოვიდიინფიცირებულია, მათგან 704 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system