თავში

"რესპუბლიკურში" ონკოლოგიური პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

"რესპუბლიკურში" ონკოლოგიური პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა
რესპუბლიკურში ონკოლოგიური პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთხ განკურნებულს შორის ერთი ონკოლოგიური პაციენტია, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმე იყო. 

„კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, აქედან 50 კორონავირუსითაა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა 2 პაციენტი. ახალი პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან გადმოყვანილი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, 3 დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება, უტარდებოდა ქიმიოთერაპია, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მაგრამ დღეს გვაქვს სასიხარული ინფორმაცია, რადგან ის გამოჯანმრთელდა, კლინიკიდან ეწერება და გააგრძელებს მკურნალობას თავისი ძირითადი დაავადების მიმართულებით“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system