თავში

რესტორან ,,ჩემო კარგო-ში" რამდენიმე ადამიანი მოიწამლა - PHOTO

რესტორან ,,ჩემო კარგო-ში" რამდენიმე ადამიანი მოიწამლა - PHOTO
რესტორან ,,ჩემო კარგო-ში რამდენიმე ადამიანი მოიწამლა  - PHOTO

რესტორან ,,ჩემო კარგო-ში" რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მზა საკვების ნიმუშები კვლევის მიზნით ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. 

,,ინტოქსიკაციის შესახებ შემოვიდა შეტყობინება, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური მაშინვე გავიდა ადგილზე, ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, ლაბორატიული კვლევისთვის, აღებულია მზა საკვების ნიმუშები, კვლევის პასუხები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", - განაცხადეს სეს-ში. 

მოქალაქეების მოწამვლის ფაქტს  ადასტურებენ რესტორან "ჩემო კარგო-შიც"  report.ge -სთან საუბარში დაწესებულების მენეჯმენტი აცხადებს, რომ შემთხვევა 19 ოქტომბერს მოხდა და როგორც კი მათთვის ინტოქსიკაციის შესახებ განხდა ცნობილი, საკვების ნიმუშების ექსპერტიზა სამ დამოუკიდებელ ექსპერტს დაავალეს. მათივე ინფორმაციით ექსპერტიზის პასუხები ერთ კვირაში გახდება ცნობილი. "ჩემო კარგოში" ვარაუდობენ, რომ მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი საკვები არ ყოფილა, რადგან მენეჯმენტის თქმით ,19 ოქტომბერს კონკრეტული საკვები, რაზეც დაზარალებულების მხრიდან ეჭვი გამოითქვა, ბევრმა ადამიანმა მიირთვა თუმცა მათ ინტოქსიკაცია არ მიუღიათ.  


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system