თავში

რესტორნები 00:00 საათამდე იმუშავებს

რესტორნები 00:00 საათამდე იმუშავებს
რესტორნები 00:00 საათამდე იმუშავებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, 1-ლი ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, შეზღუდვა შეეხებათ სასტუმროს რესტორნებსაც.

"რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, მათ შორის ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ეს ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე", - თქვა ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება. გარდა ამისა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system