თავში

რესტორნების მუშაობის დრო მთელ ქვეყანაში შეიზღუდა

რესტორნების მუშაობის დრო მთელ ქვეყანაში შეიზღუდა
რესტორნების მუშაობის დრო მთელ ქვეყანაში შეიზღუდა

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში, რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათამდე, 22:00-მდე მუშაობდა ამ ქალაქების ყველა კვების ობიექტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში და იქ გამართულ ღონისძიებების, წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების საკმაოდ მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშაოს 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system