თავში

რესტორნებში საათობრივი შეზღუდვა იხსნება

რესტორნებში საათობრივი შეზღუდვა იხსნება
რესტორნებში საათობრივი შეზღუდვა იხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქმედი რეგულაცია, რომელიც რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს, პირველი დეკემბრიდან მოიხსნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. ისინი შეძლებენ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა ღიბრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system