თავში

"რესტორნის სარდაფში ვართ, სროლის ხმა ისმის, არ ვიცი როდის შემოვარდებიან" - ყაზახეთში მყოფი ქართველი

"რესტორნის სარდაფში ვართ, სროლის ხმა ისმის, არ ვიცი როდის შემოვარდებიან" - ყაზახეთში მყოფი ქართველი
რესტორნის სარდაფში ვართ, სროლის ხმა ისმის, არ ვიცი როდის შემოვარდებიან - ყაზახეთში მყოფი ქართველი

ყაზახეთში, ასტანაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მედიასთან კონტაქტზე გასვლა მოახერხა, ამბობს, რომ ერთ-ერთი რესტორნის სარდაფში იმყოფება და ვერ ახერხებს გამოსვლას.

მისი თქმით, შეზღუდულია სატელეფონო ზარების შესაძლებლობა, გათიშულია ინტერნეტი. სარდაფში მყოფებს შორის ის ერთადერთი ქართველია, თუმცა იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ქართული რესტორანია, დასაქმებულიც ბევრი ქართველია. 

"რესტორნის შენობაში ვიმყოფებით, დიდი უშველებელი რესტორანია, ჩაკეტილები ვართ სარდაფში. სროლების ხმა ისმის, არ ვიცით რა დროს შემოვარდებიან და რა დროს რა იქნება, არ ვიცი. ინტერნეტი არა, WI-FI არა, ყველაფერს მოწყვეტილები ვართ. ჩაკეტილები ვართ სიბნელეში, გარეთ ვერ გავდივართ, შიგნითაც ვერავინ ვერ შემოდის. აქ ქართველი მეტი არავინაა, მე ვარ მარტო ქართველი, დანარჩენი ყაზახები არიან, ისე აქ გარშემო ბევრი ქართული რესტორანია და ყველგან ქართველები არიან",- ამბობს მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system