თავში

რესპუბლიკურში ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურში ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკურში ერთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში report.ge-ს განუცხადეს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი იმყოფება, აქედან 10 კოვიდინფიცირებულია, 1 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 917 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 776.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system