თავში

საგანგებო სამსახურს დამატებითი პრევენციული საშულებები გადაეცა - PHOTO

საგანგებო სამსახურს დამატებითი პრევენციული საშულებები გადაეცა - PHOTO
საგანგებო სამსახურს დამატებითი პრევენციული საშულებები გადაეცა - PHOTO

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები - 500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 22 ერთეული შესაწამლი აპარატი, ასევე, 3 ერთეული საველე კარვის გათბობის აპარატი გადაეცა.

აღჭურვილობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.

პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა.

პოლონეთის ელჩს საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელი იუსტინა კუცუკი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system