თავში

რეზერვისტებმა საჩვენებელი წვრთნა გამართეს

რეზერვისტებმა საჩვენებელი წვრთნა გამართეს
რეზერვისტებმა საჩვენებელი წვრთნა გამართეს

აქტიური სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის პირველი წელი დასრულდა. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით რეზერვისტთა დასკვნითი შეკრება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „ზემო სორტაზე“ გაიმართა. რეზერვისტებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს და სხვადასხვა სახის საშტატო იარაღიდან საწყისი და საკვალიფიკაციო სროლები განახორციელეს.

დასკვნით შეკრებაზე სარეზერვო ასეულებში ჩარიცხულმა რეზერვისტებმა ორი კვირის განმავლობაში ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორების დახმარებით, საცეცხლე მომზადება გაიარეს. პირველი ეტაპით მათი ინდივიდუალურ დონეზე მომზადება დასრულდება. მეორე წელი კი, რეზერვისტების ჯგუფურ მომზადებას დაეთმობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის1 აგვისტოს დაიწყო. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში მსახურობენ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system