თავში

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ის ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები კი მის მიერ დაარსებულ მარიონეტების სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა.~ გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე ქუთაისში 1936 წელს დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, მათ შორის, "მიმინო", "შერეკილები", "არ დაიდარდო", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე", "ქვევრი", "ფეოლა" და სხვა.

1981 წელს მისივე დაარსებულია თბილისში მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიცაა: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, ასევე პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system